ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა
05 ნოემბერი 20185 ნოემბერი, ჩინეთის საერთაშორის იმპორტის ექსპოზიციის გახსნის დღეს, საქართველოს საგარეო ვაჭრობის ასოციაციამ საქართველოს პრემიერ მინისტრის საპატივცემულოდ გამართა ბიზნეს სადილი შანხაიში, ჩინური კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად განიხილებოდა თანამშრომლობის პერსპექტივები სხვადასხვა პროგრამების და პროექტების ფარგლებში. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ მინისტრი, ბატონი მამუკა ბახტაძე, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, გრიინლანდ ჯგუფის, ვულიანგი ჯგუფის, ფენჯიუ ჯგუფის, აბრეშუმის გზის სავაჭრო პალატის, ჩინეთის კორპორაციული გაერთიანების - პავილიონ ჯგუფის და საქართველოს საგარე ვაჭრობის ასოციაციის წარმომადგენლები.
6 ნოემბერი, საქართველოს საგარე ვაჭრობის ასოციაციამ გაუწია ორგანიზება ვიზიტს G-Hub-ში, საქართველოს ეროვნული პავილიონის გახსნის ცერემონიაზე. ცერემონია სხვა დამსწრე სტუმრებთან ერთად ასევე მასპინძლობდა საქართველოს სოფლის მეურნეობუს მინისტრს, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, დუგლაძეების ღვინის კომპანიის დირექტორს, ბატონ ზაალ დუგლაძეს, ასოციაციის თავმჯდომარეს, ბატონ ალექსანდრე ტუშურს და გენერალურ მდივანს, ბატონ მიხეილ სონღულაშვილს.